ზურაბიშვილი: არავინ იფიქროს, რომ პრეზიდენტი ამ ხელისუფლებას სახეს გადაურჩენს
პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეხვდა თბილისში მყოფ ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა და მათთან ერთად ერთობლივ ბრიფინგზე შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა, რომ ვეტოს დადებით რუსულ კანონზე, ის მოლაპარაკებებში ხელისუფლებასთან არ შევა.

“მე უკვე განვაცხადე, რომ არავითარ შემთხვევაში, ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასოდეს! იმიტომ, რომ მე არ ვუღალატებ იმ
სულისკვეთებას, რომელიც არის ამ ქვეყანაში და რომელსაც სჭირდება, გზა გაეხსნას. მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზის ჩაკეტვის ერთ-ერთი ფორმა. არავინ იფიქროს, რომ შეიძლება გამოიყენონ პრეზიდენტი იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას სახე გადაურჩინოს.

დღეს ეს საკითხი არ დგას, დღეს საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას.

ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები, როგორი უნდა იყოს ევროპული პლატფორმა, რომელზეც რამდენიმე კვირაა ვმუშაობ. ის ჩამოყალიბებულია და ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენს მოსახლეობას.

ეს არის ერთობლიობა იმ გადაწყვეტილებების, რომელიც საქართველოს მიიყვანს არჩევნებამდე და ამ არჩევნებით დააბრუნეს თავის გზაზე საქართველოს.

ჩვენი უახლოესი მომავალი არის მობილიზაცია არჩევნებისთვის, სადაც ჩვენ ყველანი გავიმარჯვებთ, რომ გავიყვანოთ საქართველო სამშვიდობოს და ევროპულ გზაზე.

მადლობა ჩვენს მეგობრებს, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან მას შემდეგ, რაც საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და რომლებიც დარწმუნებული ვარ, იქნებიან ჩვენ გვერდით, როცა ჩვენ ჩვენს გზას დავუბრუნდებით”, – თქვა პრეზიდენტმა.

საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

პრეზიდენტს ვეტოს გამოსაყენებლად ორკვირიანი ვადა აქვს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები