საბა მეფარიშვილი, რომელსაც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე
პოლიციის რკინის ჯებირის დაზიანებისთვის 3-6 წლამდე პატიმრობა
ემუქრება, დღეს ადმინისტრაციული წესით, 2000 ლარითაც დააჯარიმეს.
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ ტყეშელაშვილის
განცხადებით, რუსული კანონის ფარგლებში „უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრში დასარეგისტრირებლად სამინისტროს
233-მა ორგანიზაციამ მიმართა.
გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებით, რუსული კანონის
არსებობის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება,
რადგან ეს კანონი ევროპულ პრინციპებს არ შეესაბამება.
დღეს, 29 აგვისტოს, სახალხო დამცველმა რუსული კანონის
კონსტიტუციურობის შეფასებასთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის
(Amicus Curiae) მოსაზრებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ
შეტანილი სარჩელების განმწესრიგებელი სხდომა 29 აგვისტოს, 11:00
საათზე გაიმართება. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი
განიხილავს.