აქტივისტის, ბექა პაპაშვილის თქმით, ბექა ოდიშარიასთან სიტყვიერი დაპირსპირების შემდეგ 3 პირი დაესხა თავს
აქტივისტმა ბექა პაპაშვილმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ სუპერმარკეტში ის „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ბექა ოდიშარიას სთხოვს პასუხს, რატომ მოაწერა ხელი რუსულ კანონს და უწოდებს „რუსს“, რის შემდეგაც მასთან ორი პირი მიდის, უპირისპირდება, ცდილობენ ხელი შეუშალონ ვიდეოს გადაღებაში და გააგდონ მაღაზიიდან.

ბექა პაპაშვილის თქმით, ამ დაპირისპირებისდან ცოტა ხანში, მას შემდეგ, რაც სუპერმარკეტიდან გავიდა, 3 პირი
დაესხა თავს და ფიზიკურად დაუპისირპირდა. ამის შესახებ აქტივისტმა „TV პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„ვიმყოფებოდი „ფრესკოს“ მაღაზიაში, როცა შევამჩნიე, რომ შემოვიდა დეპუტატი ბექა ოდიშარია, რომელიც არის რუსული კანონის ხელმომწერი. მას დავუძახე თავისი სახელი, რომ ის არის მონა. არის ბიძინა ივანიშვილის მონა და დავუძახე თავისი სახელი. და ვთხოვდი პასუხს, თუ რატომ გაყიდა ქვეყანა, რატომ გვინადგურებს მომავალს. ამაზე პასუხი იყო მხოლოდ შეურაცხმყოფელი, რაზეც ვუპასუხე, რომ არის უზრდელი და ეს უზრდელი ადამიანები სხედან პარლამენტში. ეს კადრებშიც გამოჩნდა კარგად, რომელიც ავტვირთე.

როდესაც გავედი გარეთ, მოვარდნენ ზონდერები, მისი შვილიც იყო მათ შორის, ამაყად თქვა, ოდიშარიას შვილი ვარო და 3 ადამიანი გამისწორდა ფიზიკურად. მაგრამ ეს არ იქნება დასასრული, სადაც არ უნდა შევხვდეთ ყველგან გავცემთ პასუხს, რომ ესენი არიან რუსეთის მონები და საქართველოს გამყიდველები“,
– თქვა ბექა პაპაშვილმა „TV პირველის“ ეთერში.


წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები