დავით კირკიტაძე მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა (Live)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გურჯაანის რიონულმა სასამართლომ ძალაში დატოვა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. მოსამართლემ მანდატურებს სთხოვა დამსწრეებს დარბაზი დაეტოვებინათ.

"თქვენ ხართ ის მოსამართლე, ვინც ადამიანი გასამართლეთ მკვლელობისთვის და მოკლული ცოცხალი აღმოჩნდა", - ამ სიტყვებით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მოსამართლეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კი, მოსამართლემ განუცხადა, რომ ეს მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა და მელიას მიუთითა, კითხვა ესწავლა.

ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობა დააყენა, რომლის მიხედვითაც ის კირკიტაძის მიმართ ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას და თავდებობით მის გათავისუფლებას ითხოვდა.


Print ელ. ფოსტა
თეგები: კირკიტაძე
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები