რა ღონისძიებები გაიმართება ნოვრუზ ბაირამზე
მარნეულში 21 მარტს, 11:00 საათზე ნოვრუზ ბაირამის
დღესასწაული აღინიშნება.
მარნეულის მერია ფეიბუკ გვერდზე ღონისძიებების
ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.1:00 სთ–16:00 სთ
– სახალხო სეირნობა და გამოფენები.
ღონისძიების მთავარი სივრცე
(ქალაქი მარნეული, რუსთაველის ქ. მერიის მიმდებარედ):
აზერბაიჯანული ეთნოკუთხე (ტრადიციული კერძები, ტკბილეული,
ჩაი)
• ქართული ეთნოკუთხე (ტრადიციული კერძები, ტკბილეული, ღვინო)
• ფოტო კუთხე.
• ადგილობრივი მხატვრების ნახატების გამოფენა
• მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრში“ წარმოებული
კერამიკული ნამუშევრების და ნახატების გამოფენა; რეწვის
მასტერკლასი.
• აზერბაიჯანული საკრავების გამოფენა
• ხალხური რეწვის ნიმუშები სოფლებიდან.
• “ჩაის სახლის” პავილიონი (ხალხური რეწვის ნიმუშები და სხვ.)
• ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის
მარნეული რეგიონული ცენტრის კუთხე.
• საქართველოს წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალის კუთხე.
• ქვემო–ქართლის პრობაციის ბიუროს მიერ წარმოდგენილი პირობით
მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა.
• შულავერში მდებარე “Studio Hobby Hause”-ის ბენეფიციარების მიერ
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
• ხელნაკეთი სამკაულების გამოფენა (მედეა ჭკადუა)
• ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა.
• ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების პავილიონები.
მარნეულის ბიბლიოთეკის სკვერი
• მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული, კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლების ფოტოგამოფენა.
• მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი
პროექტების ფოტოგამოფენა.
• ქ. მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის კუთხე. წიგნების გამოფენა;
ბიბლიოთეკის 2 წლიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაცია
(ფოტოგამოფენა)
მარნეულის კულტურის სახლის მიმდებარე
სკვერი:
• საბავშვო გასართობი სივრცე (ატრაქციონები).
11:00სთ–13:00სთ სკვერის მარცხენა ნაწილში წამოდგენილი იქნება
სპორტული აქტივობები:
• ქართული ჭიდაობა
• მკლავჭიდი
ღონისძიების ძირითადი ნაწილი:
12:30 სთ–12:40სთ - თეატრალიზებული მსვლელობა რუსთაველის ქუჩაზე:
გოგონა გაზაფხულის შემობრძანება ეტლით (აზერბაიჯანული ტრადიციების
მიხედვით), რომელიც მოემართება სცენისკენ.
12:30სთ–12:40 სთ–სპორტული ასპარეზობის გამართვა.
12:40სთ–12:50სთ–ტრადიციული კოცონის დანთება გაზაფხული–გოგონასთან
ერთად აზერბაიჯანული ცეკვის „იალი“–ს თანხლებით.
12:50 სთ–13:00სთ –სცენაზე გათამაშდება 10 წუთიანი თეატრალიზებული
წარმოდგენა, რომელსაც დაასრულებს გაზაფხულის ცეკვა. (თეატრალიზებულ
წარმოდგენას ესწრებიან სტუმრებიც).
13:00სთ–13:10სთ–სტუმრების მისასალმებელი სიტყვა/მილოცვა.
13:10სთ–16:00სთ– საზეიმო კონცერტი
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
დამსწრეთა საყურადღებოდ‼
გზა გადაიკეტება გიორგაძის ქუჩიდან, სპორტულ კომპლექს ათა ჰოლდინგის
სკვერიდან მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორიის
ჩათვლით.