წითელი ლენტისთვის განდობილი სურვილები - "ჩინარის" ტრადიცია მარნეულში

სოფელ ჯანდარაში დღეს ხალხმრავლობაა.ჩვეულებრივ დღეებში თუ ამ სოფლამდე მისასვლელად მარნეულიდან ათი წუთი გჭირდებათ დღეს შესაძლოა, ნახევარი საათი დაგჭირდეთ. ყველა ერთი მიმართულებით „ჩინარზე“ სურვილის ჩასაფიქრებლად მიდის.



ვიდრე წითელ ლენტიან დიდ ხეს შენიშნავთ მანამდე საკმაო მანძილის გავლა მოგიწევთ, სადაც მოვაჭრეებს არაერთი დახლი აქვთ მოწყობილი. შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეს მათ ძალიან უმართლებთ საჩუქრებზე, ტკბილეულსა და ხელნაკეთ ნივთებზე რიგები დგას. ძველი რწმენის მიხედვით, ადგილიდან ხელცარიელი არ უნდა დაბრუნდე.



ადამიანები სურვილის ჩასაფიქრებლად წითელ ლენტებს ყიდულობენ და ხის ტოტზე ტოვებენ. ვისაც სურვილი უკვე შეუსრულდა ისინი ხალხურ მუსიკის ფონზე ცეკვას იწყებენ. 




აქ ადგილობრივების გარდა ჩამოსულ სტუმრებსაც ნახავთ, რომლებსაც ამ დღის სწამთ და სურვილის ჩაფიქრება მათთვის იმედის მომცემია. მხიარულება ტადიციულ ცეკვებსა და სხვადასხვა მუსიკების ფონზე აქ საღამომდე გრძელდება.

"ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ ბარაქისთვის, ლხინისთვის, მსხვერპლის შესაწირად ვამზადებთ ამ ადგილს. მინდა, რომ ყველას ჩაფიქრებული ნატრვრა აუსრულდეს."

"მე აქ მოვდივარ იმისთვის, რომ წელი ბარაქიანი, მშიდობიანი იყოს. ცხოვრებაში უფრო მეტი კარგი დღეები გვქონდეს"

"ყველას ვინც აქ მოდის მინდა, როომ სურვილები აუსრუდეს. ლამაზ სურვილებს ვუსურვებთ ყველას. რომ არ გვჯეროდეს ამ ადგილის, აქ არ მოვიდოდით." - ამბობს ჩინარზე შეკრებილი მოსახლეობა.




ჩინარზე მისვლის ტრადიცია არ უკავშირდება რაიმე რელიგიურ დღესასწაულს. ლეგენდის თანახმად, მაგალითად, აქ წერო თუ მოფრინდებოდა და ბუდეში ხორბალს მოიტანდა ამ წელს მოსახლეობას ბარაქიანი მოსავალი ექნებოდა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები