ერაყში ბორნის ჩაძირვას ათობით ადამიანი ემსხვერპლა
ერაყში, ქალაქ მოსულთან ახლოს, მდინარე ტიგროსში ბორნის ჩაძირვის შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 21 მარტს მოხდა.

როგორც BBC მოსულის თავდაცვის სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება, ბორანზე 100 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველები გადარჩენილების პოვნას ცდილობენ. უწყების თანახმად, 12 ადამიანის გადარჩენა მათ უკვე შეძლეს.

წყლის ტრანსპორტი, რომელზე მყოფი მგზავრებიც ქურთულ ახალ წელს აღნიშნავდნენ, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ტურისტული კუნძულისაკენ მოძრაობდა.

მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა ერაყის პრემიერ-მინისტრმა ადელ აბდულ მაჰდიმ და შესაბამისი გამოძიების დაწყების განკარგულება გასცა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები