სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობის კანდიდატია
პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატად სანდრა რულოვსს წარადგენს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

„როგორც არასდროს, ისე ვარ მონდომებული“, - აღნიშნა მან.

რულოვსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარადაც იყრიდა კენჭს 2016 წლის არჩევნებზე. პირველ ტურში ვერც მან და ვერც მმართველი პარტიის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ მიიღო ხმების 50+1 რაოდენობა. მეორე ტურში მონაწილეობაზე კი რულოვსმა უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ მას არჩევნები პირველ ტურში "მოპარეს".

„ქართულ ოცნებაში“ ზუგდიდის მერობის კანდიდატზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ზუგდიდის მერობის სურვილი უკვე გამოთქვა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და "სამეგრელოს ხმის" დამფუძნებელმა თენგიზ ჯგუშიამ. ასევე, მერობა სურს განათლებით იურისტ მალხაზ ქუჩულორიას, რომლის დასახელებასაც მისი განმარტებით, საინიციატივო ჯგუფი გეგმავს.

მერის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობა ლაშა გოგიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მოგვიანებით ის ყოფილ ვიცე მერ, გია გულორდავასთან ერთად დააკავეს, ქრთამის აღების ბრალდებით.

მერის რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა 19 მაისს გაიმართოს. აცხადებს ცესკო.

წყარო: livepress.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები