სოფელი მარნეულში, სადაც წყალი საუკუნეზე მეტია არ აქვთ



ხუტორ-ლეჟბადინში მცხოვრები მაგამედ საფაროვი ამორტიზებულ გზაზე  ყოვედღე წყლის ბოთლებით დატვირთულ ურიკას მძიმედ მოაგორებს. კილომეტრების გავლა უწევს იმისთვის, რომ სასმელი წყალი სახლში მიიტანოს. თუ ვეტყვით, რომ მალე მარსზე ქართული ვაზის გასაშენებლად ემზადებიან და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციის (NASA) განცხადებით, მარსზე პირველმა შესაძლოა ქალმა დადგას ფეხი. დედამიწაზე მცხოვრებ საფაროვს ალბათ გაეცინება.

„წყალი არ გვაქვს, საბრალო ხალხი.... ყველა მოდის, გვეუბნებიან ასე გაგიკეთებთ,  ისე გაგიკეთებთ, მაგრამ უბრალოდ უკრავენ, ხელფასს იღებენ და ჩვენთან არაფერი იცვლება. ერთი კილომეტრის გავლა გვიწევს, (ტაჩკით) იმისთვის რომ წყალი სახლამდე მოვიტანოთ. გვშია, გვწყურია, პურია გამოსაცხობი და საჭმელი გასაკეთებელი წყალი კი არ გვაქვს. ამბობენ , რომ გაგვიკეთებენ რა ვიცი, რა“ - გვეუბნება ხუტორ-ლეჟბადინში მცხოვრები საფაროვი.



ხუტორ-ლეჟბადინი მარნეულიდან დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს. სოფელი საუკუნეზე მეტია არსებობს, თუმცა აქაურებისთვის წყალი იმდენად პრობლემურია, რამდენადაც სოფლის ამორტიზებული გზა და საცხოვრებელ სახლებთან უკანონოდ შექმნილი ნაგავსაყრელები.



სოფელში რომ წყალი არ აქვთ ამას თითქმის ყველა ოჯახში მდგარი ე.წ. უმივალნიკებიც(პირსაბანი) ადასტურებს.



როგორც მოსახლეობა ამბობს, ალტერნატიული გზა სასმელი წყლის მისაღებად თავადვე მოძებნეს და წყარო კუსტარულად მოაწყვეს.



ნფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენადაა წყალი სასმელად ვარგისი ამაზე არაფერი იციან. მეტსაც გეტყვით , ხშირად დასაბანად არხის წყალს იყენებენ.

„სასმელი წყალი მდინარე ალგეთთან წყაროა და იქიდან ვიღებთ. ესეც თირკმელზე კენჭებს და ასევე ჩიყვს აჩენს. ანალიზს არ აკეთებენ , ხალხი კი სვამს. დასაბანი წყლისთვის მეზობლებთან მივდივართ და ვისაც ეზოში კუსტარულად მოწყობილი წყლის ამოსაქაჩი აქვს იქიდან მოგვაქვს. ხან, არხის წყალი მოგვაქვს დასაბანად. ისიც ხან მოდის ხან არა. „

„არხის წყლით რომ ვაბანავებთ ბავშვები, ხან ალერგია, ხან რა დაემართათ, მაგრამ გამოსავალი არ გვაქვს და იძულებულები ვართ ვართ არხის წყალი გამოვიყენოთ.“


უწყლოობასთან შეჩვევა სკოლის ასაკიდანვე იწყება. ჰიგიენური ნორმების დასაცავად წყალს მაგალითისთვისაც ერ მოიტანენ. ხუტორ-ლეჟბადინის საჯარო სკოლას ახლადაშენებული საპირფარეშო აქვს, თუმცა პირსაბანს ვერსად ნახავთ.




საპირფარეშოდან გამოსულ მოსწავლეს ხელების დაბანა სახლში უწევთ. ჯანსაღ წყალზე ხელმისაწვდომობის უფლება მოსახლეობის კონსტიტუციური უფლება რომ არის, როგორც ჩანს ადგილობრივებს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. თემში პრობლმების გადაჭრა ადგილობრივი თვითმმართველობის ვალდებულებაა. მარნეულის მერიაში განმარტავენ რომ, მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს სასმელი წყლით უზრუნველყოფა წარმოადგენს, თუმცა მიუხედავად ამისა, ხუტორ-ლეჟბადინში 2019 წელს ამ მხრივ სასიკეთო არაფერი იგეგმება.

ხუტორ-ლეჟბადინის მსგავსად მუნიციპალიტეტში კვლავ რჩება ის სოფლები, სადაც წყლის სისტემის მოწყობა აქტუალური საკითხია. ადგილობრივი თვითმმართველობა ეტაპობრივად ახორციელებს სამუშაოებს. ადგილობრივ მოსახლეობას ხუდორ ლეჟბადინში „სოფლის კრებების“ ფარგლებში როდესაც შევხვდით, პრიორიტეტად მიიჩნიეს გარე განათების სისტემის მოწყობა. ამიტომ, წელს მუნიციპალიტეტი შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს“ - ამბობს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მარიამ ხაჩიძე

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული ადგილობრივი და რეგიონული პრობლემების ეფექტიანად გადასაჭრელად.  მათი ძალისხმევით მარნეულში არა ერთი პროექტი შემუშავდა. CENN-ის პროექტების კოორდინატორი მარიკო წიქორიძე წყლის აუცილებელ საჭიროებასა და მოსახლეობის ცნობიერების დაბალ დონეზე გვესაუბრება.

„მოსახლეობამ არ იცის ვის უნდა მიმართოს საერთოდ რა წყალს სვამს. ჰგონიათ, რომ რაკი სოფლის პროგრამის ფარგლებში ეკითხებიან რა გაქვთ პრიორიტეტი, რა შეგვიძლია რომ გაგიკეთოთ, ყველას ჰგონია, რომ მაინცდამაინც ეს უნდა იყოს რიტუალების სახლი ან ინფრასტრუქტურული პროექტი. შესაბამისად, აქ უკე იკვეთება ის კომპონენტი, რომ არ ვიცით ჩვენი უფლებების შესახებ არაფერი.“ - ამბობს მარიკო წიქორიძე.

როგორც წიქორიძე ამბობს, კიდევ ერთი მთავარი პასუხისმგებელი ორგანო წყალმომარაგების კომპანიაა. ხუდორ-ლეჟბადიზე დელეგირებული უფლება შპს „რუსთავწყალს“ აკისრია და წესით მათთვის საკითხი ახალი არ უნდა იყოს. თუმცა, როგორც ჩანს პრობლემის მოსაგვარებლად სტრატეგია შემუშავებული არ აქვთ და დროის მოგების მიზნით ოფციალური წერილით მიმართვას ითხოვენ.

ვიდრე კომპანია პასუხს გაგვცემდეს არ უნდა დაგვავიიწყდეს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რომელიც თავისთავად მოსახლეობის უფლებების დაცვას მრავალი მიმართულებით გულისხმობს. მისი შესრულება კი ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგვიწევს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები