სიახლე
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ პროცესის საჯაროობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს გამოიკვლევენ და მოწმეებს გამოკითხავენ.

დავით კირკიტაძის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოების ინფორმირებისთვის პროცესები დახურული რეჟიმით არ უნდა მიმდინარეობდეს და მოსამართლის გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

კონდახიშვილი საზოგადოების და მედიის პროცესებზე დასასწრებად, შუამდგომლობის დაყენებას მომდევნო პროცესზეც გეგმავს.

როგორც ცნობილია, მოსამართლემ კირკიტაძის წინა პროცესზე, ერთ-ერთი მოწმის დაკითხვის დროს დარბაზში ხმაურის გამო პროცესი დახურა.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 16 დეკემბერს, ინაუგურაციის პარალელურად, სოფელ ველისციხეში მომხდარ ინციდენტს.

დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
10
სამართალდამცველს, რომელიც მონაწილეობდა აქციის დაშლის ოპერაციაში,
უკვე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება,
10 სამართალდამცველს, რომელიც მონაწილეობდა აქციის დაშლის ოპერაციაში, უკვე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება,
აქციაზე ძალის გამოყენების დროს
განვითარებულ მოვლენებს, როგორც მანამდე განვითარებულ პროცესებს,
ასევე შემდგომ ძალის გადამეტების შემთხვევებს, უნდა გაეცეს
სამართლებრივი პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა,
აქციაზე ძალის გამოყენების დროს განვითარებულ მოვლენებს, როგორც მანამდე განვითარებულ პროცესებს, ასევე შემდგომ ძალის გადამეტების შემთხვევებს, უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა,
თბილისში აქციების დროს პოლიციის
დაუმორჩილებლობის ბრალდებით სომხეთის მოქალაქეც
დააკავეს.
თბილისში აქციების დროს პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით სომხეთის მოქალაქეც დააკავეს.
პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის
წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი
დააკავა.
პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
ინდონეზიაში მალუკუს შტატში 7,7 მაგნიტუდის
სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ინდონეზიაში მალუკუს შტატში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
“ქართული ოცნების” ლიდერებმა ცალსახად არ
უპასუხეს კითხვას გადადგება თუ არა შს მინისტრი გიორგი
გახარია.
“ქართული ოცნების” ლიდერებმა ცალსახად არ უპასუხეს კითხვას გადადგება თუ არა შს მინისტრი გიორგი გახარია.
ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა მართლაც
უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელსაც გუნდი სრულად უჭერს
მხარს,
ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელსაც გუნდი სრულად უჭერს მხარს,
სტამბოლის მერობის არჩევნებში ექრემ იმამოღლუმ
გაიმარჯვა.
სტამბოლის მერობის არჩევნებში ექრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა.