ძაღლების პრობლემის მოსაგვარებლად მერია კირაჩ-მუღანლოელებისგან ოფციალურ წერილს ითხოვს
ირაჩ-მუღანლო მარნეულიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს. მიუსაფარი  ძაღლების პრობლემა რომ გარდა ქალაქისა სოფლებშიც აწუხებთ, ამაზე რადიო მარნეულს არაერთი სიუჟეტი მოუმზადებია. როგორც ჩანს,  კირაჩ-მუღანლოში  მოსახლეობამდე თითქმის ვერ აღწევს ინფორმაცია მათი შესაძლებლობების შესახებ. არ იციან ვის ან როგორ უნდა მიმართონ. ჩივიან, რომ ძაღლების პრობლემა აწუხებთ, განსაკუთრებით კი  საშიში ვითარება სკოლასთანაა, სადაც ბავშვების გაშვება მშობლებს ეშინიათ და მასწავლებლებს „დარაჯის ფუნქციის“ შესრულება უწევთ. ვინაიდან, მოსახლეობამ არ იცის თუ ვის უნდა მიმართონ, რადიო მარნეულს დაუკავშირდნენ და საკითხის გარკვევა გვთხოვეს.

„სოფელში ძალიან ბევრი ძაღლია, ხალხისთვის საფრთხეს წარმოადგენს. რამდენიმე ადამიანს უკბინა კიდევაც. მოვიდნენ, წაიყვანონ. ჩვენ არასად მიგვიმართავს, არ ვიცით ვის უნდა მივმართოთ.“

„მომრავლდნენ სოფელში მაწანწალა ძაღლები. ქუჩაში სიარული ბავშვებსაც ეშინიათ. ინფორმაცია არ გვაქვს ვის მივმართოთ. ქართული ენა რომ არ ვიცით, არსად არ შეგვიძლია მისვლა.

„ჩვენ საბაჟო პუნქტთან ახლოს ვცხოვრობთ და აქ მაწანწალა ძაღლები კიდევ უფრო მეტია. აქედან გამვლელ ადამიანებს კბენენ ხოლმე. ვის აინტერესებს, სავსეა აქაურობა. „ - ჩივიან კირჩმუღანლოელები.


შეიძლება ითქვას, რომ ვერც მერია გვეუბნება დასაიმედებელ პასუხს, რომელიც მოსახლეობის ინფორმირებულობაში მთავარ როლს უნდა ასრულებდეს და ამბობენ, რომ კირაჩ-მუღანლოს მოსახლეობამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერილით უნდა მიმართონ.  პრობლემას კი მერია იმ ტენდერის ფარგლებში მოაგვარებს, რომელიც ძაღლების მომსახურებისთვის აქვთ გამოცხადებული. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ წერილის განხილვას 10 სამუშაო დღე სჭირდება.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები