უკრაინაში არჩევნებში ზელენსკის გამარჯვება ოპოზიციური მოძრაობის წევრებმაც აღნიშნეს
მოძრაობა "ძალა ერთობაშია" -ს ლიდერებმა ღამის 12:00 საათზე , უკრაინის და საქართველოს დროშებით მარნეულის 9 აპრილის პარკში ზელენსკის გამარჯვების აღსანიშნავად მოკლე ვიდეო და ფოტოები გადაიღეს.

ოთხგზის პარლამენტის წევრი, აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მერობის კანდიდატი აგილ მუსტაფაევი და სხვა შტაბის წევრებმა ასე გამოხატეს ვლადიმერ ზელენსკის , მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოზე გამარჯვება.

ვლადიმერ ზელენსკიმ პირველადი მონაცემებით ხმათა 73% მიიღო, პეტრო პოროშენკომ კი 27%.
შეკრებილებისურათებს და ვიდეოებს "სლავა უკრაინე" ძახილის ფონზე იღებდნენ. მინი აქციის ბოლოს კი "მიშას გაუმარჯოს" ძახილით დაასრულეს.

გავრცელებული ვიდეოს ავტორი აზად ქერიმოვია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პარტია "ევროპული საქართველოდან" ნაციონალური მოძრაობის რიგებში გადაინაცვლა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები