პრემიერი - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, თავისი აგრესიით დაძაბულობა შეიტანოს საზოგადოებაში, თუმცა ეს არ გამოუვა
„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მას ჩვევია, ცდილობს, თავისი აგრესიით, თავისი რიტორიკით, შეიტანოს ეს დაძაბულობა საზოგადოებაში და ბუნებრივია, მათ ეს არ გამოუვათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ზუგდიდში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.

ამასთან, ბახტაძემ აღნიშნა, რომ არამხოლოდ ზუგდიში, არამედ ყველა ოლქში არჩევნები მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდება.

„არამხოლოდ ზუგდიდში, არამედ ყველგან, სადაც ტარდება არჩევნები, ის ჩატარდება უმაღლესი სტანდარტით, მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მას ჩვევია, ცდილობს, თავისი აგრესიით, თავისი რიტორიკით, შეიტანოს ეს დაძაბულობა საზოგადოებაში და ბუნებრივია, მათ ეს არ გამოუვათ. თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება ეს არჩევნები და საზოგადოება, ისევე როგორც თითოეული ჩვენთაგანი, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, არჩევნები საქართველოში, ყოველთვის ტარდება თავისუფლად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები