მარნეულში ბიულეტენების დათვლის დროს დენი რამდენიმე წუთით გაითიშა

მარნეულში 19 მაისს, 20:33 წუთზე ელექტროენერგია 4 წუთით გაითიშა. დღეს მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები ნახევარი საათის წინ, 20:00 საათზე დაიხურა და საარჩევნო კომისიებმა ბიულეტენების დათვლა დაიწყო.



"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" ერთერთმა ლიდერმა, ზურაბ მელიქიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ხელისუფლება დენის გათიშვას გეგმავდა, რათა "კარუსელი დაეტრიალებინა". შუქის შეფერხებით მიწოდებაზე სატელეფონო შეტყობინება მიიღო მარნეულის მკვიდრთა ნაწილმა.

"ენერგო-პრო" ჯორჯიამ რადიო "მარნეულს" განუცხადა, რომ დღეს შუქი არ გაითიშებოდა.

2019 წლის 19 მაისს მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები