სიახლე
ყველაზე დადებითი დამოკიდებულება სერგეენკოს და კალაძის მიმართაა, უარყოფითი – ივანიშვილის – NDI
NDI-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების რეიტინგში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თბილისის მერი კახი კალაძე ლიდერობენ.

ორივე მათგანისადმი დადებითი დამოკდიებულება აქვს გამოკითხულთა 40%-ს. ამასთან, სერგეენკოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს 12%-ს, კალაძის მიმართ კი – 18%-ს.

რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის მიმართ უარყოფითი (32%) და დადებითი (31%) დამოკიდებულების მაჩვენებელი თითქმის თანაბარია.

რეიტინგში შემდეგ ადგილებს ინაწილებენ:

შალვა ნათელაშვილი (21% – უარყოფითი, 28% – დადებითი)
სალომე ზურაბიშვილი (27% – უარყოფითი, 28% – დადებით)
გრიგოლ ვაშაძე (28% – უარყოფითი, 28% – დადებითი)
გიორგი გახარია (19% – უარყოფითი, 27% – დადებითი)
ზაალ უდუმაშვილი (23% – უარყოფითი, 27% – დადებითი)
ალეკო ელისაშვილი (14% – უარყოფითი, 27% – დადებითი)
მამუხა ბახტაძე (20% – უარყოფითი, 26% – დადებითი)
თეა წულუკიანი (26% – უარყოფითი, 26% – დადებითი)
გიორგი ვაშაძე (21% – უარყოფითი, 22% – დადებითი)
ნიკა მელია (33% – უარყოფითი, 22% – დადებბითი)
ირმა ინაშვილი (31% – უარყოფითი, 21% – დადებითი)


უარყოფითი დამოკიდებულების კომპონენტში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 39% აქვს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს. მის მიმართ დადებითი დამოკიდებულება კი გამოკითხულთა 21%-ს აქვს.

ივანიშვილის შემდეგ, ყველაზე მაღალი უარყოფითი დამოკიდებულების მაჩვენებელი აქვს ზურაბ ჯაფარიძეს – 35%. “გირჩის” ლიდერისადმი დადებითი დამოკიდებულება 9%-ს აქვს.





გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის ლიდერების – პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება ბოლო სამი წლის მანძილზე გაუარესდა.

თბილისის მერ კახა კალაძის საქმიანობას მოსახლეობის 43% კარგად აფასებს, 23% – ცუდად, 30% – საშუალოდ; საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს 20%, უარყოფითად კი – 30%, საშუალოდ – 38%; პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 20%, უარყოფითად – 22%, საშუალოდ – 44%; ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობა კარგადაა შეფასებული გამოკითხულთა 16%-ის მიერ და უარყოფითად – 33%-ის მიმართ, საშუალოდ – 38%.

NDI-ის კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ხვალ
რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართული ოცნება” ხმათა 23
პროცენტს მიიღებდა, დანარჩენი ოპოზიცია ჯამურად 41%-ს.
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართული ოცნება” ხმათა 23 პროცენტს მიიღებდა, დანარჩენი ოპოზიცია ჯამურად 41%-ს.
IRI-ის დაკვეთითა და USAID-ის დაფინანსებით
ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში უმრავლესობა ემხრობა
სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას,
IRI-ის დაკვეთითა და USAID-ის დაფინანსებით ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში უმრავლესობა ემხრობა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას,
ქართული ოცნების გენერალურ მდივანი, კახა კალაძე
ამბობს, რომ საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის
თავისუფლება.
ქართული ოცნების გენერალურ მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
ოპოზიციას ორი შეთავაზებით მიმართავს – პროპორციულ საარჩევნო
სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დებატები გადაიტანონ პარლამენტში
და გააგრძელონ მუშაობა ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში საარჩევნო
კანონმდებლობის დახვეწაზე.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას ორი შეთავაზებით მიმართავს – პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დებატები გადაიტანონ პარლამენტში და გააგრძელონ მუშაობა ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,
პარლამენტთან 18 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ სასწრაფო დახმარების
ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი
გადაიყვანეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან 18 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს.
დღეს, 18 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ
დაშალა საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი
აქცია.
დღეს, 18 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაშალა საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი აქცია.
“პარლამენტმა განაახლა
მუშაობა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ
თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე,
“პარლამენტმა განაახლა მუშაობა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე,
შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე დაკავებულია 18
პირი.
შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე დაკავებულია 18 პირი.