მზად ვარ, იარაღით ხელში დავიცვა უკრაინა — სააკაშვილმა სამხედრო-სამედიცინო შემოწმება გაიარა
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში სამხედრო სამსახურისთვის სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამის შესახებ სააკაშვილი Facebook-ზე დაწერა და სვიატოშინსკის სამხედრო კომისარიატში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

"შესანიშნავი ჯანმრთელობა მაქვს, სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ვარ, ასე რომ მზად ვარ, იარაღით ხელში დავიცვა უკრაინა", — წერს სააკაშვილი.

ის აქვე აღნიშნავს, რომ პერსონალი ძალიან ცუდ პირობებში მუშაობს და სამხედრო კომისარიატებისა და მათი თანამშრომლებისთვის დაფინანსების მკვეთრად გაზრდა საჭიროა.



წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები