რა ღირს ოქრო საქართველოში - მისი ფასი მსოფლიოში ბოლო ერთი წლის მაქსიმუმზეა
მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი გაიზარდა და ბოლო ერთი წლის მაქსიმუმზეა.

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ბოლო ვაჭრობის შედეგად ოქროზე ფასმა 1,2%-ით მოიმატა და უნციაზე 1359,5 დოლარი შეადგინა. MarketWatch-ის ინფორმაციით, ოქროზე ფასებმა ბოლო 13 სესიიდან 12-ის განმავლობაში მოიმატა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ღირს ოქრო საქართველოში. ადგილობრივი ფინანსური ინფორმაციის პლატფორმის „აგორა ფინანსების“ ცნობით, გასული წლის ივნისთან შედარებით, წელს უმაღლესი ხარისხის ოქროს საშუალო ღირებულებამ 15.60 ლარით მოიმატა. კერძოდ, 999 სინჯის ოქროს ფასი დღეის მდგომარეობით, 115.60 ლარია, მაშინ როცა გასული წლის ივნისის მდგომარეობით, 100 ლარი ღირდა.

„აგორა ფინანსების“ მონაცემების თანახმად, უმაღლესი სინჯის ოქროს ფასი გაზრდილია მიმდინარე წლის იანვართან შედარებითაც. კერძოდ, 2019 წლის იანვრის მონაცემებით 999 სინჯის ოქროს ღირებულება 110 ლარი იყო, შესაბამისად, 6 თვეში მისი ფასი 5.60 ლარით არის გაზრდილი.

რაც შეეხება სხვა სინჯის ოქროებს, პლატფორმის თანახმად, დღეის მდგომარეობით, 375 სინჯის ოქრო 43.39 ლარი ღირს, მაშინ როცა იანვარში მისი საშუალო ფასი - 41 ლარი იყო; 500 სინჯის ფასი - 57.86-ია, იანვარში კი - 55 იყო; 583 სინჯის გრამი ოქროს ფასი - 67.46 ლარია, 2019 წლის დასაწყისში კი - 64 ლარი ღირდა; 750 სინჯის ღირებულება დღეის მდგომარეობით - 86.79 ლარია, იანვარში კი მისი ფასი - 82 ლარი იყო; 900 სინჯის ოქროს ფასი 1 გრამზე - 104.15 ლარია, მაშინ როცა იანვარში - 99 ღირდა; ხოლო 958 სინჯი ოქრო - 110.86 ლარი ღირს, იანვრის მდგომარეობით კი მისი ფასი - 105 ლარი იყო.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები