პოლიციამ სიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 1943 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა თავის სიძეს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობა. დაშავებული საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1943 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 ივნისს, ურთიერთშელაპარაკებისას, სიძეს - 1980 წელს დაბადებული ბ.ნ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ჯერ გარდაბანში მდებარე კლინიკაში, შემდეგ კი თბილისში, საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,”
- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები