ლარმა დოლართან გაუფასურების ახალი რეკორდი დაამყარა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 27 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი დოლარის ღირებულება 2,8470 ლარს გაუტოლდა, რაც ეროვნული ვალუტის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ისტორიულ მინიმუმს მიუახლოვდა ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც და ერთი ევროს ღირებულება 3,2356 ლარს გაუტოლდა.

26 ივნისს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 1,37 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 0,96 თეთრით გაუფასურდა.

27 ივნისს ლარის საშუალო საბაზრო ღირებულება 2,8550 ლარი იქნება, ხოლო ევროსი 3,24 ლარი. აქამდე ლარის კურსის ანტირეკორდი გუშინ, 25 ივნისს დაფიქსირდა, მაშინ ლარის კურსმა 2,8333 ლარი შეადგინა.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები