საპენსიო სააგენტომ 11 თვეში 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა
საპენსიო სააგენტომ 11-თვიანი მუშაობის
განმავლობაში 2 120 387 ლარი დახარჯა.
ამის
შესახებ ინფორმაცია On.ge-მ უწყებიდან საჯარო ინფორმაციის სახით
მიიღო.
უწყებიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სააგენტომ თეთრების
სიზუსტით აითვისა ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება.
ამ თანხის ნახევარზე მეტი, 1 306 731 ლარი დასაქმებული ადამიანების
ანაზღაურება იყო. გაწეული ხარჯების ხუთეულში მოხვდა "ძირითადი
აქტივების შეძენა" (335 366 ლარი), ოფისის იჯარა (108 970 ლარი) და
რეკლამის ხარჯი (105 366 ლარი).
შენიშვნა: მასალის თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ ხარჯები 9
თვეს მოიცავდა. სააგენტომ დააზუსტა, რომ მონაცემები 11 თვეს ასახავს,
თუმცა თანხა 9 თვის განმავლობაში გადაირიცხა.