რა ღონისძიებებია დაგეგმილი მარნეულში აგვისტოს ომის მეთერთმეტე წლისთავთან დაკავშირებით

აგვისტოს ომის მეთერთმეტე წლისთავთან დაკავშირებით მარნეულის მერიას ღონისძიებები აქვს დაგეგმილი.
როგორც ჩვენ მუნიციპალიტეტში გვითხრეს, 8 აგვისტოს, 12 საათიდან    საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული მარნეულელი ჯარისკაცების მემორიალთან წარმოდგენილი იქნება, გმირების ფოტოები საპატიო ყარაულით. მოეწყობა აგვისტოს ომის ამსახველი ფოტომასალის სტენდი. მიმდებარე სივრცე გაფორმდება დეკორაციით.

12:30 საათზე მარნეულის თვითმმართველობის და მერიის ხელმძღვანელი პირები ყვავილების გვირგვინით შეამკობენ ჯარისკაცების მემორიალს და მათ ხსოვნას პატივი მიაგებენ. მემორიალთან აღევლინება გარდაცვლილი მეომრების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი.

ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემად, ასევე წარმოდგენილი იქნება მცირე პროგრამა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ახალგაზრდები და  ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები. გაიხსენებენ ომის მონაწილე გმირებს და მათ პირად ისტორიებს. მოხდება ომის ამსახველი დოკუმენტური მასალებიდან ფრაგმენტების წაკითხვა და ვიდეო კადრების ჩვენება.

მარნეულის მერიის ინიციატივით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში გარდაცვლილთა 8 ოჯახს თვითმმართველობა 500-500 ლარს გადასცემს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები