საპენსიო სააგენტომ საპენსიო შენატანებით 7 თვეში 300 მილიონზე მეტი დააგროვა
საპენსიო სააგენტომ საპენსიო შენატანებით შვიდ
თვეში 316 268 610 ლარი დააგროვა.
ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-მ უწყებიდან
საჯარო ინფორმაციის სახით მიიღო.
ეს თანხა (მათ შორის გამონაკლისები) სისტემაში ჩართული 856 005
ადამიანის ხელფასიდან, დამსაქმებლისგან და სახელმწიფოსგან ჩამოჭრილი
ორ-ორი პროცენტის ჯამური მაჩვენებელია.
856 ათას მოქალაქეს შორის სისტემაში თავისი სურვილით 6 899 ადამიანი
ჩაერთო, დანარჩენი ყველა კი კანონმა დაავალდებულა. ნებაყოფლობით
ჩართულმა ადამიანებმა 7 თვეში საშუალოდ 226 ლარი დააგროვეს,
სავალდებულო წესით ჩართულებმა კი 378 ლარი.