9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი - ყველა საქმე დღეს დაასრულეთ, ხვალ კი
დაისვენეთ. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ მოშურნეების
მოსაზრებებს.
კურო - ყველაფრის მიტოვება და მოგზაურობა გსურთ. იმედია,
გამგზავრებამდე საყვარელ ადამიანს შეურიგდებით, დრო სასიამოვნოდ რომ
გაატაროთ.
ტყუპი - ეცადეთ, საქმეებზე შეხვედრებზე არ დააგვიანოთ. დღეს მუშაობა
და დასვენება ერთმანეთს უნდა შეუთავსოთ. გაიუმჯობესეთ ძილის
რეჟიმი.
კირჩხიბი - მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს; ნუ გადაიღლებით,
მინიმუმამდე შეამცირეთ საქმიანი შეხვედრები და საუბრები.
ლომი - საინტერესო ნაცნობობა გელით. ახალგაცნობილთან შეიძლება ან
რომანტიკული ურთიერთობა გააგრძელოთ, ან შემოქმედებითი იდეები
განახორციელოთ.
ქალწული - კარგი დღეა
ახლის გასაგებად, ცოდნის მისაღებად. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის და
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.
სასწორი - მარტოხელები კარგი განწყობითა და ღიმილით საწინააღმდეგო
სქესის ყურადღებას მიიპყრობთ. შეყვარებულება საღამო საყვარელ
ადამიანთან რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.
მორიელი - თავგადასავლებისა დღეა. მოერიდეთ დაუფიქრებელი
გადაწყვეტილების მიღებას, განსაკუთრებით თუ საქმე დაოჯახებას
ეხება.
მშვილდოსანი - ყურადღება მიაქციეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს.
საღამო გაატარეთ სახლში, მეუღლესთან ერთად მოაწესრიგეთ ბინა, საკუთარი
ოთახი.
თხის რქა - ემოციურად და ფსიქოლოგიურად დაძაბული დღე გელით,
გადაწყვეტილებები საქმიან პარტნიორებთან შეათანხმეთ. საღამო
რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.
მერწყული - სიყვარულისა და სიხარულის დღეა. საყვარელ ადამიანს საკუთარ
გრძნობებს ნუ დაუმალავთ. გაანებივრეთ გემრიელობით, მზრუნველობით.
თევზები - საოჯახო საყიდლებისთვის კარგი დღეა. მოაწესრიგეთ ბინა,
აგარაკი, ავტოფარეხი. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ
გარემოში გაატარეთ.