16 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი - დღე სასიამოვნო სიახლით
დაიწყება. პოზიტიური ცვლილება გელით სამსახურში/სასწავლებელში.
ენერგიის მომატებას იგრძნობთ და რთულ საქმეებსაც მარტივად
გაუმკლავდებით.
კურო - დღეს საინტერესო და უჩვეულო ადამიანებს გაიცნობთ. სამსახურში
მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. ყველა საქმეს
მარტივად გაართმევთ თავს, თუ მოინდომებთ.
ტყუპი - ახალ სიყვარულს შეიძლება სამსახურში ან სასწავლეებლში
შეხვდეთ. ნუ ეძებთ იდეალებს. მიიღეთ ადამიანი ისეთი, როგორიც
რეალურადაა. ნუ მოგერიდებათ პირადი გრძნობების გამოხატვის.
კირჩხიბი - დილიდან უსიამოვნებების მოგვარებით იქნებით დაკავებული.
შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თავგადასავალში აგიყოლიებთ.
საღამო ნათესავებთან ერთად, მყუდრო და გემრიელ გარემოში გაატარეთ.
ლომი - საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. ყურადღების
ცენტრში აღმოჩნდებით, ახალი საქმიანი პარტნიორები და მომხრეები
გამოგიჩნდებიან. დღეს დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა ჰარმონიულად
განვითარდება.
ქალწული - დღეს საკუთარი ნათქვამი საქმით უნდა დაამტკიცოთ. თქვენ
გაქვთ ყველა იარაღი, რომ სამყარო გააუმჯობესოთ. ზოგიერთს სასიყვარულო
პარტნიორისგან რომანტიკული სიურპრიზი ელის.
სასწორი - შემთხვევით მოსმენილმა სიმღერამ შეიძლება სენტიმენტალურ
განწყობაზე დაგაყენოთ. საღამო კი სკოლის მეგობარი გეწვიოთ.
მოიწესრიგეთ ფიქრები. ეცადეთ, ყველას გამო არ ინერვიულოთ.
მორიელი -
შეხვდით საქმიან პარტნიორებს და მეგობრულ გარემოში განიხილეთ
მნიშვნელოვანი საკითხები. ზოგიერთს დაწინაურება, ჯგუფის ლიდერად
დანიშვნა ელის. რთულ საკითხებსაც მარტივად გაართმევთ თავს.
მშვილდოსანი - აუჩქარებლად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. ნუ მიიღებთ
დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. თუ თავად გიჭირთ გადაწყვეტილების
მიღება, რჩევა ნათესავებს ჰკითხეთ.
თხის რქა - დღეს ყველა უსიამოვნებას მშვიდობიანად მოაგვარებთ. იყავით
მაქსიმალურად დიპლომატიური, განსაკუთრებით საკამათო სიტუაციაში.
წარმატებას მიაღწევთ და ლიდერის როლს დაიკავებთ.
მერწყული - საკუთარ თავს გარკვეული ჩარჩოები უნდა დაუწესოთ. ნუ
გაფლანგავთ ფულს და ნუ დახარჯავთ დროს ტყუილ საქმეებზე. ოპერატიულად
გაუმკლავდებით საკუთარ ვალდებულებებს.
თევზები - დღეს აუცილებელია, დადებითი გავლენა მოახდინოთ ახლობლებზე.
რაც უფრო მეტი მხარდაჭერა და დახმარება გექნებათ, მით მეტ სასიკეთო
საქმეს გააკეთებთ. თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული ხართ, ნუ
შეგეშინდებათ გარისკვის.