ჭავჭავაძეზე მშენებლობაზე მიწა ჩაიშალა, ქვეშ მოყოლილი მუშა დაიღუპა
ჭავაჭავაძის გამზირზე მიმდინარე ილიაუნის ეზოში მიმდინარე მშენებლობისას მიწა ჩაიშალა, მიწის მასივის ქვეშ მოყოლილი მუშა კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევა ჭავჭავძის 32 ნომერში [ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში] მოხდა. გამოძახებაზე მისულ მაშველებს მუშა, რომელიც მიწისქვეშა სამუშაოებს ასრულდება, უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს

მუშის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა თბილისის მერიას, რომელიც ჭავჭავაძის გზის რეაბილიტაციის პროექტს უდგას სათავეში. მერიაში გვითხრეს, რომ გარდაცვლილი მუშა კერძო შეკვეთას ასრულებდა და მას არ ჰქონდა კავშირი გამზირის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტთან.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები