სიახლე
ნათია თურნავა - ანაკლიის კონსორციუმისთვის ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს
ჩვენ მხარს ვუჭერთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, მთავრობამ ეს არაერთგზის დაამტკიცა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობა კვლავ თანმიმდევრულია ამ პროექტთან მიმართებაში.

„2017 წლიდან მოყოლებული, ექვსჯერ მოხდა ამ პროექტს ვადების გადაწევა. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროექტს, მთავრობამ ეს არაერთგზის დაამტკიცა. ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არ ვისარგებლოთ კონტრაქტით მონიჭებული უფლებით, არ დავიწყოთ კონტრაქტის მოშლა და მივცეთ დამატებითი ვადა წლის ბოლომდე, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ და ვაცდით ინვესტორს, ბოლოს და ბოლოს, შეასრულოს თავის თავზე აღებული ვალდებულებები“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მოუწოდებს, საქმეს მიხედონ.

„ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ამოეწურა.

ამასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გუშინ, 16 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა აძლევს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საშუალებას, ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე, ანუ 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ქართული ოცნების გენერალურ მდივანი, კახა კალაძე
ამბობს, რომ საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის
თავისუფლება.
ქართული ოცნების გენერალურ მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
ოპოზიციას ორი შეთავაზებით მიმართავს – პროპორციულ საარჩევნო
სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დებატები გადაიტანონ პარლამენტში
და გააგრძელონ მუშაობა ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში საარჩევნო
კანონმდებლობის დახვეწაზე.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას ორი შეთავაზებით მიმართავს – პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დებატები გადაიტანონ პარლამენტში და გააგრძელონ მუშაობა ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,
პარლამენტთან 18 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ სასწრაფო დახმარების
ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი
გადაიყვანეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან 18 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს.
დღეს, 18 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ
დაშალა საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი
აქცია.
დღეს, 18 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაშალა საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი აქცია.
“პარლამენტმა განაახლა
მუშაობა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ
თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე,
“პარლამენტმა განაახლა მუშაობა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე,
შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე დაკავებულია 18
პირი.
შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე დაკავებულია 18 პირი.
რესპუბლიკის მოედანზე ყვითელი ავტობუსებით
სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული. ინფორმაციას „ტვ
პირველი“ ავრცელებს.
რესპუბლიკის მოედანზე ყვითელი ავტობუსებით სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული. ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.
ოპოზიციის წამომადგენლებმა პარლამენტის ერთ-ერთ
შესასვლელ ჭიშკარს კიდევ ერთი ბოქლომი დაადეს და ასევე,
ოპოზიციის წამომადგენლებმა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელ ჭიშკარს კიდევ ერთი ბოქლომი დაადეს და ასევე,