მარნეულში მეშვიდე კლასელ მოსწავლეს მანქანა დაეჯახა
მარნეულში, მესამე საჯარ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მეშვიდე კლასელ მოსწავლეს მანქანა დაეჯახა.

როგრც რადიო "მარნეულთან" საუბრისას ამავე სკოლის მანდატურებმა თქვეს, მოსწავლე მეორე ცვლაში სწავლობდა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესვლამდე კი ავტომობილი დაეჯახა.

მეშვიდე კლასელი მარნეულის ავერსის კლინიკაშია მოთავსებული. როგორც ჩვენ ავერსის კლინიკაში გვითხრეს, ამ დრომდე გამოკვლევები მიმდინარეობს და პირველადი დათვალიერებით სიცოცხლისათვის შეუსაბამო ნიშნები არ აღენიშნება.

როგორც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამსართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.



რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები