IRI-ის კვლევის პოლიტიკოსების რეიტინგები ცნობილია
IRI-ის კვლევით, პოლიტიკოსების რეიტინგში
ევროპული საქართველოს წევრი დავით ბაქრაძე ლიდერობს, ხოლო ნეგატიურ
პოლიტიკურ რეიტინგში – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
კვლევის თანახმად, ბაქრაძის მიმართ 57% დადებითად არის განწყობილი. ამ
კუთხით მეორე ადგილზე კახა კალაძეა (49%), მესამეზე – დავით
უსუფაშვილი (47%).
რაც შეეხება ნეგატიურ პოლიტიკურ რეიტინგებს, IRI-ის მიერ
რესპონდენტებისთვის დასახელებულ პოლიტიკოსებიდან ყველაზე ნეგატიურად
სალომე ზურაბიშვილის მიმართ არიან განწყობილნი (70%), მეორე ადგილზე
ზურა ჯაფარიძეა (66%), მესამე ადგილს 59-59 პროცენტით სამი პოლიტიკოსი
ინაწილებს: ირმა ინაშვილი, ნინო ბურჯანაძე და გიგი უგულავა. ბიძინა
ივანიშვილის მიმართ ნეგატიურად 57 პროცენტია განწყობილი, პოზიტიურად –
32 პროცენტი.
კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში IRI-ის დაკვეთით და
USAID-ის დაფინანსებით ჩაატარა Baltic Surveys/The Gallup
Organization-მა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი.
ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.