წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში ეკონომიკა 5,7%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.7% შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალური ზრდა 5.1%-ით განისაზღვრა.

ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში. კლება კი დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები