მარნეულის მერია 450 000 ლარს გზების მოვლა-შენახვაში დახარჯავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვისათვის
მერიამ 450 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპაიამ უნდა შეასრულოს
ისეთი სამუშაოები, როგორიცაა გზებზე მიწის ვაკისის მოვლა-შენახვა,
სავალი ნაწილის მოვლა-შენახვა, გზებზე მოძრაობის რეჟიმის რეგულირების
ტექნიკური საშუალებების მოვლა-შენახვა, გზისპირა ნარგავების
მოვლა-შენახვა, ზამთრის პერიოდში გზების შენახვა და მარნულში
რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღალაშვილის ხიდის მოვლა-შენახვა.
სამუშაოები 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა იქნეს
შესრულებული, მერიის მიერ წერილობითი დავალების საფუძველზე.
ტენდერი მარნეულის მერიამ 26 ნოემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის
მსურველ კომპანიებს, სატენდერო წინადადებების წარდგენა 12-დან 17
დეკემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.
აღსანიშნავია, რომ ამავე სახის ტენდერი მარნეულის მერიას წინა წლებშიც
ჰქონდა გამოცხავებული. 2019 წლის განმავლობაში საავტომობილო გზების
მოვლა-შენახვისათვის მერიას 400 000 ლარიანი ტენდერი ჰქონდა
გამოცხადებული, 2020 წლისთვის კი მისი ღირებულება 50 000 ლარით
გაიზარდა.
რადიო „მარნეული“