„თავისუფლებისკენ მიმავალი გზა“ - მარნეულში ღონისძიება გაიმართა (ფოტო/ვოდეო)
20 იანვარს, საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის ორგანიზებით, 20 იანვრის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიება „თავისუფლებისკენ მიმავალი გზა“ გაიმართა. ღონისძიება ატაჰოლდინგის სპორტულ კომპლექსში ჩატარდა.

ღონისძიება ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა აიგულ ისაევამ გახსნა და აღნიშნა, რომ ეს ისტორია აზერბაიჯანელებისათვის ღირებულია და გმირობის დღეა.

შემდგომ სიტყვა გადაეცა აზერბაიჯანის ელჩის პირველ მდივანს საქართველოში რაგიმ რაგიმოვს. გამოსვლისას აღნიშნა, რომ 20 იანვრის დღეს, დაღუპული გმირების დამსახურებით, აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა.

ღონისძიებაზე 20 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო პირები, მოსწავლეები, ახალგაზრდები და დაინტერესებული პირები.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს. გარდაცვლილების ხსოვნას წუთიერი დუმილი მიაგეს.

შეგახსენებთ , რომ 1990 წლის 19 ინვარს, საბჭოთა კავშირის არმია ქალაქ ბაქოს დაესხა თავს და 146 კაცი მოკლეს, 744 კაცი დაიჭრა, 841 კაცი უკანონოდ დააპატიმრეს. დაღუპულებს შორის ქალები, ბავშვები, მოხუცები, ასევე სასწრაფოს და პოლიციის მუშაკებიც იყვნენ.

20 იანვრის ტრაგედიას 6 საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები