24 იანვრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი
24
იანვრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი. გარემოს
ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 იანვარს, დასავლეთ საქართველოში
უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
21-22 იანვარს ზოგიერთ, ხოლო 23 იანვარს უმეტეს
რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის
საათებში დაბლობ რაიონებში +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. იქროლებს
დასავლეთის მიმართულების ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოში 20-21 იანვარს შენარჩუნებული იქნება ცივი და
ღრუბლიანი ამინდი, ზოგან მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღის საათებში ბარში +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. 22-23
იანვარს ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +5, +10 გრადუსამდე
მოიმატებს, ზოგან იწვიმებს, მთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის
მიმართულების ქარი.
თბილისში 20-21 იანვარს ცივი, ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება,
შესაძლებელია მცირე თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6
გრადუსი იქნება. 21-23 იანვარს ნალექი მოსალოდნელი არ არის,
ტემპერატურა დღის საათებში +5, +7 გრადუსამდე მოიმატებს. იქროლებს
დასავლეთის მიმართულების ქარი.