ჩემი პროტესტი პარლამენტის წინ გაგრძელდება – მალხაზ მაჩალიკაშვილი
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, პარლამენტის შენობის წინ, ჯებირების აღმართვის მიუხედავად, ის პროტესტს აღნიშნულ ადგილზე მაინც გააგრძელებს. ამის შესახებ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა:

“ჯებირი კი არა ამათ ჩინური კედელიც რომ აღმართონ, ჩემი პროტესტი იქ გაგრძელდება. მე ამათ დავანგრევ, მე ამათ დავამთავრებ… კარვებიც დაიდგმება და ბანერიც დაიდგმება და ჩემი პროტესტი გაგრძელდება, სანამ ამათ არ დავამთავრებ”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორია მწვანე ჯებირებით დღეს, 22 იანვარს, მას შემდეგ შემოღობეს, რაც ამ ტერიტორიაზე 30 დეკემბერს დამონტაჟებული ატრაქციონები და ე.წ საშობაო ბაზარი აიღეს.

2019 წლის 30 დეკემბერს ატრაქციონების დამონტაჟებას კი წინ უძღვოდა პროტესტის მიზნით თვეების განმავლობაში გაშლილი მალხაზ მაჩალიკაშვილისა და სხვების კარვების აღება, რასაც ოპოზიცინერებისა და პოლიტიკოსების პროტესტი მოჰყვა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები