საქართველოში 23-25 იანვარს თოვლია მოსალოდნელი
23
იანვრიდან საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, – ამის
შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია
ნათქვამი.
„23 იანვრიდან 25 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი,
უმეტესად თოვლის სახით, მთასა და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი, ნისლი და
ქარბუქი; დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი“, –
აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
მისივე თქმით, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, მთიან ზონებში
ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება
გამოიწვიოს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციაში.