მარნეულში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობაზე მომუშავეებს დაგვიანებულ ხელფასის ანაზღაურებას 25 დეკემბრამდე ჰპრდებიან
მარნეულში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობაზე მომუშავეებს დაგიანებულ ხელფასის ანაზღაურებას 25 დეკემბრამდე ჰპრდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია Akelik Group- ის პროექტის ხელმძღვანელმა ნაზიმ მირზაევმა თქვა. როგორც მან, რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აღნიშნა, მომუშავეებს, სამი თვის ხელფასი ერთდროულად ჩაერიცხებათ.

„ხელფასების 20% ამ კვირაში უნდა ჩაერიცხათ. დანარჩენი კი სრულად 25 დეკემბრამდე იქნება ჩარიცხული. ამ კვირაში ფინანსური პრობლემები შეიქმნა.  25 დეკემბრამდე, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის ანაზღაურება სრულად ჩაერიცხებათ. ამ კვირაში გვინდოდა ჩარიცხვა, მაგრამ როგორც აღვნიშნე პრობლემა შეიქმნა. ახლაც მუშაობენ, რომ მოაგვარონ და 20% ოქტომბრის ხელფასდან ჩაურიცხონ, რათა  გარკვეული საჭიროებები მოაგვარონ - თქვა ნაზიმ მირზაევმა

27 ნოემბერს, მარნეულის მერიის წინ, სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოებზე მომუშავეები შეიკრიბნენ და ორი თვის ხელფასის გადახდა მოითხოვეს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მუშებმა განაცხადეს, რომ მათმა ნაწილმა ბოლო ორი თვის ხელფასი ვერ აიღო.

მარნეულში წყალმომარაგების სისტემის მოწყობას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურირებს. აზერბაიჯანული კომპანია Akelik Group გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვეკონტრაქტორია.

27 ნოემბერს რადიო „მარნეულს“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განუცხადეს, რომ მუშებისათვის ხელფასების გადაუხდელობასთან დაკავშირებით კომპანიის ცენტრალურ ოფისში მოლაპარაკება მიმდინარეობდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები