მარნეულის თვითმმართველობის თანამშრომლები "ოცნების" ახალ მესიჯებს აზიარებენ
"არა რუსულ კანონს, კი - ევროპას, კი - გამჭვირვალობას" - კახა კალაძისა და მამუკა მდინარაძის ეს მისიჯბოქსი მარნეულელმა საჯარო მოხელეებმაც აიტაცეს.

„ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის კიდევ ერთხელ ინიციირების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ავრცელებენ ნარატივს, რომ რუსული კანონი რეალურად გამჭვირვალობისთვისაა საჭირო და ერთდროულად აზიარებენ ერთი და იმავე შინაარსის პოსტებს, რომ მათ „სურთ გამჭვირვალობა“.  სამოქალაქო აქტივიტები მუნიციპალიტეტის თანამშრომლების
პოსტებზე აკომენტარებენ, თუმცა საჯარო მოხელეები კომენტარებს შლიან. 
მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე
მარნეულის მერის თანაშემწე
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე
მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

მარნეულის მერი
მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი
მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის უფროსი


 მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი

მარნეულის ქალთა ოთახის ხელმძღვანელი

ქონების მართვის განყოფილების უფროსი
გამჭვირვალობას ითხოვს მერია, რომელიც რადიო მარნეულს ათობით საჯარო ინფორმაციას არ აძლევს. მერიამ არ გვიპასუხა, თუ რამდენი ლარი დახარჯეს 2023 წლიდან დღემდე მივლინებებში, ვისზე და რატომ გასხვისდა 15 წლის ვადით მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, რატომ არ მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები ნარიმანოვის N1 კორპუსში, სადაც აივნის ჩამონგრევის შედეგად 2 ქალი დაიღუპა, ვისთვის გაშალეს სუფრა 6 500 ლარად, მარნეულის რამდენი სოფელია სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი, რამდენი ადამიანია დასაქმებული ხელშეკრულებით თუ შტატით მარნეულის მერიასა და საკრებულოში და სხვა. 

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

Warning: mysql_query(): Unable to save result set in /var/www/marneulifm.ge/public_html/libraries/joomla/database/database/mysql.php on line 223
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა