"მარნეულში გაჩერებების მოწყობა უახლოეს დღეებში დასრულდება" - ლაშა ლობჯანიძე
მარნეულში გაჩერებების მოწყობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ქალაქის მასშტაბით დამონტაჟებულია 12 მოსაცდელი. როგორც მარნეულის მერის მოადგილე, ლაშა ლობჯანიძე ამბობს, არსებულ გაჩერებებს კიდევ რამდენიმე დაემატება.

„ამ ეტაპზე, სრულყოფილად არ არის შესრულებული სამუშაოები და უახლოეს დღეებში დაასრულებენ. დაემატება ასევე ორი გაჩერება. ქალაქში დასრულდა შუქნიშნისნ მოწყობის სამუშაოები და ამ სამუშაოებზე იყო დამოკიდებული იქ არსებული ტაბლოების მოწყობა. იქ დამონტაჟდება ორი დიდი სარეკლამო ტაბლო და ამას იგივე კომპანია განახორციელებს. „შპს“ ალმა, რომელიც არის გამარჯვებულად გამოვლენილი აუქციონის შედეგად.“- თქვა ლაშა ლობჯანიძემ

ლაშა ლობჯანიძის, თქმით შპს „ალმას“ გაჩერებების მოსაწყობი ადგილები ერთგვარად იჯარის სახით გადაეცათ, ეს კი მუნიციპალიტეტისათვის დამატებითი შემოსავლის საშუალება იქნება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები