მარნეულის საბავშვო ბაღის თანამშროლებზე დანამატი წელს არ გაიცემა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების თანამშრომლებზე დანამატი წელს არ გაიცემა. ინფორმაცია ბაგა ბაღების გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარამოვმა დაგვიდასტურა და თქვა, რომ მუნიციპალიტეტი სახელფასო დანამატს შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ვერ გასცემს.

„სამწუხაროდ, არ იგეგმება დანამატის გაცემა. არ ვმუშაობდით, ფაქტობრივად, მთელი წელი, ალბათ, ამიტომაც“ - თქვა ზაურ ქარამოვმა

აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღების პერსონალს დანამატი თითქმის ყოველ წელს ერიცხებოდა. 

„გასულ წელს დანამატების სახით ხელფასის 85% გავეცით, სექტემბერში კი 100%-იანი დანამატი გვქონდა“ - თქვა ზაურ ქარამოვმა

მარნეულის საბავშვო ბაღებმა ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მუშაობა რამდენჯერმე შეწყვიტა. მათ შორის ბოლოს 16 ნოემერს. სააღმზრდელო დაწესებულებები გაურკვეველი ვადით დაიხურა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები