404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
"შავი იანვარი" ფოტოგრაფ შახვალათ აივაზოვის შავ-თეთრი სურათები (ფოტო)
20 იანვარს აზერბაიჯანი 31 წლის წინანდელ ტრაგედიას იხსენებს. აზერბაიჯანში 31 წლის წინ, საბჭოთა ტანკებით და ხიშტებით დაღუპულებს გლოვობენ.
და მაინც რა იყო საბჭოთა ტანკების უიარაღო ბაქოელებზე გალაშქრების მიზეზი.

ეთნოკონფლიქტების გაჩაღება და ერთა შუღლი, ის უკანასკნელი იარაღი იყო საბჭოთა ლიდერების ხელში, რომელიც იმპერიის ბოლო წლებში აამოქმედეს საკუთარი სკამების და საბჭოური კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის.

ამ შუღლის და სისხლიანი დაპირისპირების დათესვას ყველა რესპუბლიკაში ცდილობდნენ. ყველაზე მასშტაბური თავიდანვე ყარაბაღი იყო.
ავტონომიური რეპსუბლიკა, რომლის გამოც ერთი რეგიონის ორი რესპუბლიკა ერთმანეთთან სისხლისმღვრელ საომარ მოქმედებებში ჩაება.

თუმცა, მანამდე იყო შუღლის გაღვივების ოპერაცია. აზერბაიჯანელებს უნდა შეძულებოდათ სომხები, ხოლო სომხებს აზერბაიჯანელები.
ამ სიძულვილით მათ გონება უნდა დაეკარგათ.

ეს კი მხოლოდ სისხლიან აქციებს შეეძლო. ახალი სისხლი და ძალადობა კიდევ უფრო მეტი ძალადობის საწინდარი იქნებოდა. სწორედ სისხლით უნდა შენარჩუნებულიყო საბჭოთთა გავლენა.

1988 წელს იყო სუმგაითის ტრაგედია, როდესაც საბჭოთა სპეცსმსახურების მიერ პროვოცირებულმა სისხლსიღვრამ სომხურ ქალაქ სუმგაითში აზერბაიჯანელების უმოწყალო დევნა გამოიწვია. ამის შემდეგ დაიწყო შუღლის და ზიზღის გაღვივება.

ეს ზიზღი კავკასიის ერთ-ერთ ყველაზე ინტერნაციონალურ და მეგობრულ ქალქს ბაქოსაც მიწვდა.სადაც უამრავი სომეხი ცხოვრობდა. ბაქოშიც საბჭოთა ტანკები ვითოცმდა ამ დაპირისპირების მოსაგვარებლად ჩაიყვანეს.

თუმცა ბაქოს სისხლიანი ქუჩები საბჭოური მეთოდებით მოგვარების კლასიკური შედეგი გამოდგა.

134 დაღუპული, 700-ზე მეტი დაჭრილი და დასახიჩრებული, 400-მდე უგზო უკვლოდ დაკარგული, 2000-ზე მეტი დაპატიმრებული - აი ეს არის 1990 წლის 20 იანვრის, იგივე „შავი იანვრის“ სტატისტიკა.

საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, ფოტო-კორესპოდენტი
მსოფლიოში ერთ-ერთი სანდო საინფორმაციო სააგენტო “Associated press”-ის ფოტო-კორსპოდენტი, ომის ვეტერანი შახვალათ (შახ) აივაზოვის თვალით დანახული „შავი იანვარი“


FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია