404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
“დაკონსერვებული საქართველო” – აქცია პარლამენტთან
“პანდემიასთან ბრძოლა ადეკვატური ნაბიჯებით” – COVID-19-ის თანმდევი რეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით მორიგი აქცია პარლამენტთან იმართება.

ადგილზე ორგანიზაციის “ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის” წარმომადგენლები არიან შეკრებილნი დს ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეზღუდვებთან დაკავშირებით პოლიტიკას გადახედოს.

“ჩვენი მოთხოვნაა, აღდგეს ტრანსპორტის მოძრაობა და მოიხსნას კომენდანტის საათი. თუ არ მოხსნიან, გადაწიონ მაინც, რადგან ადამიანები, ელემენტარულად, სახლში მისვლას ვერ ვასწრებთ. ძალიან ბევრი მოქალაქე ამბობს, რომ მათი მთავარი პრობლემაა უტრანსპორტობა.”, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თეონა ნახახტეველმა, “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, ორგანიზაციის წარმომადგენლები ისმენენ არაერთი მოქალაქის ისტორიას, რომელთათვისაც ტრანსპორტის გაჩერება სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთანაა გადაჯაჭვული. “ამბობენ, რონ ელემენტარულად საჭმლის ფული არ აქვთ და თუ გამონახეს ეს თანხა, ბაზრამდე ვერ მიდიან პროდუქტის შესაძენად, რადგან ტაქსის ფული არ აქვთ”, – დასძენს ის. “ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის” ამავე მოთხოვნებით აქციების გაგრძელებას გეგმავს.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია