მარნეულის მერიაში რესურსცენტრის უფროსის მერის მოადგილედ დანიშვნას ჯერ არ ადასტურებენ
დღეს, 29 იანვარს, მარნეულში მომუშავე მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მარნეულის მერის ახალ მოადგილედ რესურს-ცენტრის დირექტორი ქენან ომაროვი დაინიშნა.

რადიო „მარნეულს“ აღნიშნულ ინფორმაციას მარნეულის მერიაში არც უდასტურებენ და არც უარყოფენ.

მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ქენან ომაროვის მერის მოადგილის პოზიციაზე დანიშვნის შესახებ ოფიციალური ბრძანება მერიაში ჯერ არაა რის გამოც ის აღნიშნულ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს.

ინფორმაციას არ ადასტურებს მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მაგრამ ამბობს, რომ ქენან ომაროვის მერის მოადგილედ დანიშვნას მიესალმება.

ქენან ომაროვი რადიო „მარნეულის“ ზარებს არ პასუხობს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები