საქართველოს, როგორც არასდროს, სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი - პრეზიდენტი
ამ ქვეყანას, როგორც არასდროს, სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე მათ დეტალურად განიხილეს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება.

„ჩვენ გჭირდება შერიგება, დიალოგი. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც მოდის ევროკავშირის გზაზე. ჩვენ უნდა შევძლოთ და დროზე მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩვენს საზოგდოებას ეს უნდა და სხვა არაფერი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა მხრიდან იმას ნიშნავს, რომ რაც არის საზოგადოების მოთხოვნა, ის შესრულდეს და იმ გზაზე წაიყვანონ საქართველო, რომლიც საზოგადოების მიერ არის მოთხოვნილი გზა. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო! თქვენი ადგილი და ჩვენი ურთიერთობა არის მყარი და მუდმივი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები