თბილისში აფეთქება მოხდა
თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე აფეთქება მოხდა.


სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.


უწყების ცნობით, აფეთქებას ხანძარი ან ნგრევა არ მოჰყოლია.


ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები