404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
სასულიერო ლიდერების შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთები ადამ შანთაძე და ეტიბარ ემინოვი თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდნენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი რელიგიურ საკითხებში აჰმედ ერდემი და მუსლიმთა სამმართველოს ადმინისტრაციის მდივანი ოქტაი ისაევი.

ელჩმა სასულიერო ლიდერებს მიესალმა და მადლობა გადაუხადა სტუმრობისათვის, თავის მხრივ სასულიერო ლიდერებმაც ელჩს მადლობა გადაუხადეს გულთბილი მასპინძლობისთვის და მოახლოებული რამადანის თვის დადგომა მიულოცეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივად განხორციელებული პროექტები შეაფასეს, რამადანის თვეში და მომავალში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს და განხორციელების გეგმებზე ისაუბრეს.
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია