სიახლე
საქართველოში Astrazeneca-ს 43 200 დოზა შემოვიდა
საქართველოში Astrazeneca-ს წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 43 200 დოზა შემოვიდა.

ვაქცინების აღნიშნული დოზები საქართველომ COVAX პლატფორმიდან მიიღო და იმ პირთა მეორე დოზით ასაცრელად გამოიყენება, რომლებმაც პრეპარატის პირველი დოზა უკვე მიიღეს.

Astrazeneca-ს ვაქცინის მეორე ინექციაზე რეგისტრაცია გუშინ, 5 მაისს დაიწყო. მეორე დოზებით ვაქცინაცია კი 10 მაისიდან დაიწყება.

აცრის პუნქტებში ჯავშნის გასაკეთებლად გადადით ბმულზე, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 1522


FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია