სიახლე
იმედი მაქვს, სამედიცინო პირები გააცნობიერებენ მოქალაქეობრივ ვალს - ეზუგბაია
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს, თუმცა არა კატასტროფულად.

როგორც ეზუგბაიამ განაცხადა, იმისთვის, აუცილებელია საზოგადოებამ წესები დაიცვას.მან იმუნიზაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მედიკოსები აქტიურად ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროცესში.

მარინა ეზუგბაიამ იმედი გამოთქვა, რომ სამედიცინო პერსონალი გააქტიურდება.

„მატების ტენდენცია არის, მაგრამ კატასტროფული მაჩვენებლები არ არის. იმისთვის, რომ არ ვილაპარაკოთ პიკზე, ტესტირებასთნ ერთად გამოვლენის მატებაზე, ამისთვის აუცილებელია წესების დაცვა. ამაზე უნდა გვქონდეს აქცენტი.

ჩემი კლინიკის მონაცემების საფუძველზე, სამედიცინო პერსონალში ავადობის მაჩვენებელი მაღალი იყო. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი სამედიცინო პერსონალი იყო ინფიცირებული, მათთან არ არის გასული 4-თვიანი სავალდებულო პერიოდი, რომლის შემდეგ შესაძლებელია აცრის ჩატარება. მე იმედი მაქვს, სამედიცინო პირები გააცნობიერებენ მოქალაქეობრივ ვალს და ამ პერიოდის გავლის შემდეგ ჩაიტარებენ ვაქცინაციას“,
-
აცხადებს ეზუგბაია.

წყარო: report.ge




FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია