სიახლე
ქუთაისში სროლა იყო, დაწყებულია გამოძიება
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სროლა იყო. ქუთაისიპოსტის ცნობით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი გამოცემა წერს, რომ სროლა ფიზიკურ დაპირისპირებას მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა/ შენახვასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

წყარო: On
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია