"ვითვალისწინებთ კომენდანტის მოხსნის საჭიროებას"
„ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა და ეკონომიკური საქმიანობისთვის ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს ფორმატში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, ეპიდვითარება საქართველოში საყურადღებოა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოების მობილიზაცია და რეკომენდაციების დაცვა.

„ეპიდვითარება საქართველოში საყურადღებოა, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საზოგადოების მობილიზაცია და ყურადღება გამახვილდეს იმ ყველა ღონისძიების დაცვაზე, რომელიც მოწოდებულია დაავადებათა კონტროლის მხრიდან. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში ავრცელებს ინფორმაციას, რომ საჭიროა სოციალური დისტანცია და პირბადე",
- აცხადებს ტიკარაძე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები