სიახლე
დავით ზალკალიანი ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
2021 წლის 18-19 ივნისს საქართველოს ვიცე - პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქალაქ ანტალიას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს პანელზე - სამხრეთ კავკასია: ახალი შესაძლებლობები რეგიონალური მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

"ანტალიის დიპლომატიის ფორუმი" მაღალი დონის ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები, დიპლომატები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ანტალიის ფორუმი წარმოადგენს პლატფორმას, სადაც როგორც რეგიონალურ, ასევე გლობალურ კონტექსტში ხდება იდეების გაცვლა, განიხილება საერთაშორისო გამოწვევები და ისახება შესაბამისი სამოქმედო გეგმები.

წყარო: report.ge
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია