“კომენდანტის” გაუქმების შემდეგ რესტორნები, ბარები და კლუბები ღამის 12 საათამდე იმუშავებენ
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ე.წ კომენდანტის საათის გაუქმების შემდეგაც რესტორნები და სხვა გასართობი სივრცეები ღამის თორმეტ სათამდე იმუშავებენ.

“გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება პირველი ივლისიდან. ერთი შეზღუდვა რაც რჩება ეს არის რესტორნების მიმართ, რომლებიც 24:00 საათამდე იმუშავებენ. იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებსაც. ცხადია ღამის კლუბებს და ისეთ დაწესებულებებს, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ კვებასთან. იგივე ეხება სასტუმროს რესტორნებსაც,”- განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

ამ ეტაპზე ისევ ძალაში რჩება ქორწილებისა და ქელეხების გამართვის აკრძალვა. მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყნის მასშტაბით “კომენდანტის საათი” 1 ივლისიდან გაუქმდება.

საქართველოში ნოემბრის ბოლოდან ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს. შეზღუდვის მიხედვით, მოქალაქეებს გადაადგილება თავდაპირველად 20:00 საათიდან ეზღუდებოდათ, მოგვიანებით 23:00 საათიდან 4:00 საათამდე შემცირდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები